„უხილავ ფარდაში“ განვაგრძობთ ციკლს საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ. დღეს ჩვენი სტუმარია 20 წლის ვალიდა ფანცულაია, რომელიც აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და სწავლობს ეკონომიკას, ასევე ნეირომეცნიერებასა და ჯანდაცვის მენეჯმენტს. ვალიდა აფხაზეთიდან დევნილთა შვილია, დაიბადა რუსეთში. შემდეგ ოჯახი თბილისში გადასახლდა და ვალიდამ იქ დაამთავრა ამერიკული აკადემია. როგორ უყურებენ ოკეანის გადაღმა დღევანდელ კრიზისს უკრაინის გარშემო, რატომ აქვთ ქვეყნებს საზღვრები, როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა ეკონომიკურად სუსტ სახელმწიფოში და სიყვარული და ქართული სამზარეულო ფილადელფიაში - ამ თემებზე ვისაუბრეთ ვალიდა ფანცულაიასთან.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.