Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებამ, სულ ცოტა, 12 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 38 დაიჭრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება წუხელ მოეწყო კაფეში, რომელშიც ფეხბურთის ტელერეპორტაჟს უყურებდნენ. შედეგად 46-მდე გაიზარდა ოთხშაბათს ერაყში ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი. კაფეში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ამ ტიპის თავდასხმებში ხშირად ადანაშაულებენ ალ-ყაიდის მოკავშირე ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ბაღდადში უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG