Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ევროპას ბუნებრივი აირით მომარაგებას სთხოვს


უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ევროპას ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრაში სასწრაფო დახმარებას სთხოვს. „უმთავრესი პრობლემა ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. ჩვენ ევროკავშირისაგან გვჭირდება ბუნებრივი აირით მომარაგება, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთოხება,“-განაცხადა იაცენიუკმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „ევროპის გახლეჩვის მცდელობა“ უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ რეგიონისა და ყირიმის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღიარებას.
XS
SM
MD
LG