Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ძაძამიას და ლევან ჩაჩუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ


თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას და ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრ მიხეილ ძაძამიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სასამართლომ კვირას გამოაცხადა. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა“, - აცხადებს პროკურატურა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით არის დაკავებული ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია. პროკურატურის ინფორმაციით, ძაძამიას მიერ გამოჩენილ გულგრილობას ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ლევან ჩაჩუასა და მიხეილ ძაძამიას მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 4 წლამდე ვადით.
XS
SM
MD
LG