Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე საქართველოში ჩასვლას არ აპირებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს ჩასვლას საქართველოში და პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას. „მე, რა თქმა უნდა, ჩავალ საქართველოში, მაგრამ არა ახლა, პუტინის სურვილის შესასრულებლად. ჩავალ, როცა მოვამზადებ სიტუაციას, როცა ყველანი ერთად მოვამზადებთ სიტუაციას საქართველოში, უკრაინაში, რეგიონში იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ პუტინის მარწუხებისგან“, - განაცხადა ბრიუსელში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად 27 მარტისათვის დაიბარეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქმე ეხება რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, მისი დევნა „პუტინისა და ივანიშვილის შეთანხმებას უკავშირდება.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG