Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ყირიმში გაიტაცეს


უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი გაიტაცეს მას შემდეგ, რაც შაბათს რუსი სამხედროები სევასტოპოლში, ბელბეკის ბაზაში შეიჭრნენ. ტურჩინოვმა კატეგორიულად მოითხოვა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის პოლკოვნიკ იული მამჩუროვის განთავისუფლება. შაბათს ერთსაათიანი ულტიმატუმის შემდეგ, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა დანებებაზე უარი თქვეს, რუსეთის სამხედრო ძალების კუთვნილმა ჯავშანმანქანებმა, რომელსაც უკან ჯარისკაცები მიჰყვებოდნენ, შეანგრიეს სამხედრო ბაზის ჭიშკარი და სროლა ატეხეს. სულ მცირე ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის დროშები ყირიმში მდებარე 198-ივე სამხედრო ნაწილსა და ობიექტზე ფრიალებს.
XS
SM
MD
LG