Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სარდალი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოებას რუსეთი აფერხებს


ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი (SACEUR) გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ რუსეთი შიდა კონფლიქტების ესკალაციით ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ინტეგრაციას აბრკოლებს. „ვფიქრობთ, რომ გაყინული კონფლიქტები გადაიქცა ინსტრუმენტად, რაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში ვეტოს დასადებად გამოიყენება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუკი რუსეთს არ სურს, რომ რომელიმე ქვეყანა დასავლეთისაკენ მიდიოდეს, ამის მისაღწევად ის იყენებს ანექსიას, გაყინულ კონფლიქტს, რის გამოც ახლა არავინ არ ფიქრობს გარედან ახალი ქვეყნების მიღებაზე ნატოში, რადგან ეს შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავდეს.“ გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გენერალმა ბრიდლავმა საგანგაშო უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთს განთავსებული ჰყავს სამხედრო ძალები, რაც, გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკმარისია დნესტრისპირეთში შეჭრისათვის.
XS
SM
MD
LG