Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხვა საქართველო სად არის?!


ავტორი: ალექსანდრე გაბელია

ქვეყანა,სადაც გამაძღარი სახეები ქვეყნის დიდ ნაწილს,ღარიბთა ფენას უცხადებს სოლიდარობას.
ქვეყანა, სადაც ღარიბთა ფენა კერპებს უნთებს სანთელს და მათზე ამყარებს იმედს.
ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ვაზელინი იყიდება.
ქვეყანა, რომელიც დავით აღმაშენებელის დროს მისტირის.
ქვეყანა,რომელიც საბჭოთა კავშირს მისტირის.
ქვეყანა, სადაც სტალინი უყვართ.
ქვეყანა,სადაც მიცვალებული უფრო უყვართ,ვიდრე ცოცხალი.
ქვეყანა,სადაც მიცვალებულს ხშირად ღრეობით და დოლ-გარმონით აცილებენ.
ქვეყანა,სადაც ერმანეთი სძულთ.
ქვეყანა,სადაც ერი თუ ბერი თავად აბოლებს ხალხს, მაგრამ მარიხუანის მოწევაზე სასჯელი ციხეა.
ქვეყანა, სადაც სოიოს ხინკლით მარხვა და ავტობუსში ყოველი ეკლესიის დანახვისას გადაწერილი პირჯვარი რწმენაა, ეკლესიის კრიტიკა კი-ათეიზმი.
ქვეყანა,სადაც საშუალო სტატისტიკურ მორწმუნეს ბიბლია არ აქვს წაკითხული.
ქვეყანა,სადაც მამაო ენუქი ჰამერის ჯიპით დადის, ლევისის ანაფორა აცვია და მშიერ მრევლს მოძღვრავს.
ქვეყანა,რომელიც ერთმორწმუნე რუსეთში მიდის ოლიმპიადაზე.
ქვეყანა,სადაც ყოველი მეორე ადამიანი დეპრესიაშია.
ქვეყანა,სადაც პოლიტიკოსები საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე და თავად აშენებენ ვაკის პარკში სასტუმროს,სვანეთში ხუდონჰესს.
ქვეყანა,რომლის პარლამენტი ბირჟას უფრო ჰგავს.
ქვეყანა,სადაც სტუდენტები უნივერსიტეტის არარსებულ ავტონომიას აპროტესტებენ.
ქვეყანა,სადაც განათლების სისტემა სრულიად მონგრეულია.
ქვეყანა,სადაც ახალგაზრდების დიდ ნაწილს სამშობლოდან გაქცევა უნდათ.
ქვეყანა,სადაც გლეხი კაცისთვის არავინაა.
ქვეყანა,რომელიც სხვის ომში ერთიანია.
ქვეყანა,სადაც ქალებს და ბავშვებს ცემენ,მოხუცებს უყვირიან.
ქვეყანა,სადაც ყველა ექსპერტობს.

მაგრამ ქვეყანა მუდამ მზიანი,
სხვა საქართველო სად არის?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG