Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეიგი: რუსეთს, შესაძლოა, ხანგრძლივი იზოლაცია და სტაგნაცია დაემუქროს


„უკრაინის კრიზისის გამო რუსეთს, შესაძლოა, ხანგრძლივი იზოლაცია და სტაგნაცია დაემუქროს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა თავის სტატიაში დაწერა, რომელიც Sunday Telegraph-ში გამოქვეყნდა. მანვე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, მოსკოვის დაშინებების არ შეეშინდეთ. მინისტრის აზრით, დასავლეთმა უნდა მოიფიქროს რუსეთთან ურთიერთობის ახალი რეჟიმი. აღნიშნული ახალი მიდგომა ითვალისწინებს "რუსეთის ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვას და ევროპაზე მისი გავლენის შესუსტებას". დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს დაშინების ტაქტიკაში სდებს ბრალს, რომელიც დამახასიათებელია "სრულიად სხვა ეპოქისთვის". ამასთან, ჰეიგმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი პარტნიორები არ აპირებენ შიშს აჰყვნენ. "ყირიმის უკანონო ანექსია არის ტერიტორიის აღმაშფოთებელი დაპყრობა, ხოლო იქ გამართული რეფერენდუმი იყო დემოკრატიის დაცინვა", – წერს ჰეიგი.
XS
SM
MD
LG