Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია აშშ-ს გადასცემს გამდიდრებული ურანისა და პლუტონიუმის მარაგს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ ორშაბათს განაცხადეს, რომ იაპონია აშშ-ს გადასცემს მაღალგამდიდრებული ურანის და იარაღისათვის გამოსადეგი პლუტონიუმის მარაგს. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინ უსწრებს ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დაწყებას, ობამა და აბე განმარტავენ, რომ შედეგად განადგურდება „ასობით კილოგრამი ბირთვული მასალა“. აშშ-მა და იაპონიამ ჯერ კიდევ 2009 წელს გამოაცხადეს ასეთი გეგმის შესახებ.
XS
SM
MD
LG