Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის ინფორმაციით, დაკარგული თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა


მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა განაცხადა, რომ სატელიტური მონაცემების ბოლო ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციით, მალაიზიის ავიაკომპანიის დაკარგული სამგზავრო თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში, მის სამხრეთში ჩავარდა და ბორტზე მყოფი პირებიდან არავინ გადარჩენილა. „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავი, რომელშიც 239 ადამიანი იმყოფებოდა, 8 მარტს დაიკარგა, კუალა ლუმპური-პეკინის რეისის შესრულებისას. მას შემდეგ ორი კვირაა, რამდენიმე ქვეყნის თვითმფრინავები და გემები ეძებენ ავიალაინერს. მალაიზიის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია დაკარგულ თვითმფრინავს, მიღებულია ბრიტანეთის ავიაკატასტროფების საგამოძიებო განყოფილებიდან. ჩინეთისა და ავსტრალიის წარმომადგენლებმა ძებნის ოპერაციისას ინდოეთის ოკეანეში, ორშაბათს იპოვეს ობიექტები, რომლებიც, მათი ვარაუდით, შესაძლოა იყოს დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები.
XS
SM
MD
LG