Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრის გადადგომას ყირიმის გამო



უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს “ვერხოვნა რადას“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის მოქმედი თავდაცვის მინისტრის იგორ ტენიუხის გადადგომას ყირიმის კრიზისში მისი მოქმედების გამო. დეპუტატებმა დაამტკიცეს მის შემცველად გენერალ მიხაილო კოვალის კანდიდატურა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 450 ადგილიანი პარლამენტის 228 დეპუტატმა, საჭირო იყო 226 ხმა. სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა გადადგომა ითხოვა პარლამენტის წევრთა იმ ბრალდებების პასუხად, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დროული და საჭირო მითითებები არ მისცა უკრაინის სამხედრო ძალებს. ტენიუხმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ რაკი ზოგიერთ კანონმდებელს არ მოსწონს მისი საქმიანობა, იგი გადადგება. ორშაბათს ტურჩინოვმა თავდაცვის სამინისტროს ყირიმიდან ყველა უკრაინული სამხედრო ნაწილის გამოყვანა უბრძანა.
XS
SM
MD
LG