Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრით


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსი „ძალიან შეშფოთებულია“ რუსეთის ჯარების თავმოყრით უკრაინის საზღვარებთან. ბრიუსელში ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრთან, მილო ჯუკანოვიჩთან შეხვედრის შემდეგ რასმუსენმა თქვა, რომ ნატო მზად არის დაიცვას თავისი ყველა წევრი, და რომ ალიანსი კიევთან მსჯელობს იმ გზებზე, თუ როგორ გაზარდოს არაწევრი უკრაინისთვის მხარდაჭერა. ჯუკანოვიჩმა იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანას წევრობას შესთავაზებენ ალინსის სამიტზე სექტემბერში. ბოსნია, მაკედონია და საქართველო ასევე გამოთქვამენ ნატოს წევრობის სურვილს. თუმცა რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება წევრობის მოთხოვნების თაობაზე.
XS
SM
MD
LG