Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დაიწყო საერთაშორისო დისკუსიის 27-ე რაუნდი


ჟენევაში დაიწყო ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 27-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიან შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ გამოხატავს მკაცრ პროტესტს ოკუპირებულ რეგიონებთან მავთულხლართების გავლების და ბოლო პერიოდში რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე სიტუაციაზე. დელეგაციის წევრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის დელეგაცია კვლავ მოითხოვს რუსეთი დათანხმდეს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას, რომლის აუცილებლობა განსაკუთრებულად გამოიკვეთა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.
XS
SM
MD
LG