Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთმა კორეამ ორი რაკეტა გამოცადა


სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით, ჩრდილოეთმა კორეამ ოთხშაბათს გამოცადა საშუალო რადიუსში მოქმედი ორი რაკეტა. ისინი ზღვაში ჩავარდა. ბოლო კვირებში ჩრდილოეთმა კორეამ ათობით რაკეტა გამოცადა, როგორც ჩანს, პროტესტის ნიშნად სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ერთობლივი სახმედრო წვრთნების გამო. საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპის“ ცნობით, სამხრეთ კორეის არმიის გენერალური შტაბი ვარაუდობს, რომ საქმე ეხება „ნოდონგის“ ტიპის რაკეტებს, რომლებმაც ზღვაში ჩავარდნამდე 650-მდე კილომეტრი იფრინა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო გამოცდა, როგორც „შემაშფოთებელი და პროვოკაციული ესკალაცია“.
XS
SM
MD
LG