Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი არ ემხრობა რუსეთის მიმართ მკაცრ პოზიციას


პოლონეთი არ ემხრობა რუსეთთან მიმართებაში მწვავე პოზიციას, ევროპის კონტინენტზე ომის თავიდან არიდების მოტივით. უკრაინის საინფორმაციო სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. "ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ უკრაინა, მთელი კონტინენტი, ომის საფრთხისგან დავიცვათ. თუმცა, დათმობა არ უნდა ნიშნავდეს კაპიტულაციას. ეს არის თავსატეხი, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია", – აღნიშნა ტუსკმა. მისი თქმით, ის წინააღმდეგია "რადიკალური პოზიციის, თუ ეს კონფლიქტის გამწვავებამდე მიგვიყვანს". პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება შეეგუა ყირიმის რუსეთისთვის შეერთებას, მაგრამ არ აღიარებს ასეთი ქმედებების ლეგიტიმურობას.
XS
SM
MD
LG