Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ბრიუსელში ისაუბრებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ბრიუსელში ისაუბრებს ამერიკა-ევროკავშირის პოზიციაზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საკითხში და, მოსალოდნელია, რომ მხარდაჭერას გამოუცხადებს ევროკავშირთან ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაჩქარებას. ობამა მონაწილეობს ამერიკა-ევროკავშირის სამიტში და, თბილისის დროით, 20:45 საათზე გამოვა მოხსენებით ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ობამამ სამშაბათს გამოთქვა შეფასება, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედება არის მოსკოვის სისუსტის და არა სიძლიერის ნიშანი.
XS
SM
MD
LG