25-26 მარტს ჟენევა საერთაშორისო მოლაპარაკებათა უკვე 27-ე რაუნდს მასპინძლობდა. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დარსებულ ამ ფორუმს (რომელსაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო თანათავმჯდომარეობენ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა თუ რეგიონში სტაბილური უსაფრთხოების დამკვიდრების კუთხით ხელშესახები შედეგები ჯერ არ მოუტანია. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. რატომ არის აუცილებელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის შენარჩუნება? რა შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა სამომავლოდ? ამ თემებზე საუბრობენ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმრები: თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სამოქალაქო საბჭოს გამგეობის წევრი - თეონა აქუბარდია და “საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე. საუბარს ლელა კუნჭულია უძღვება.
-
ლელა კუნჭულია
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა". რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.