Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცაბრნოხი: სხდომაზე მსჯელობის საგანი არ ყოფილა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მოწმედ დაბარება


საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის შემაჯამებელი დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალისადმი, თავი აარიდონ პოლიტიკური ანგარიშსწორების ან პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართლის ეჭვის გაჩენას და მათ თანამშრომლობას ურჩევს. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა მილან ცაბრნოხმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ სხდომაზე მსჯელობის საგანი არ ყოფილა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მოწმედ დაბარება. "ჩვენ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ ვაღიარებთ, რომ საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდება ამ მოვლენებს“, - განაცხადა ცაბრნოხმა.
XS
SM
MD
LG