Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: „არც უკრაინა და არც საქართველოა ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე“


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ამჟამად არ დგას ნატოში გაწევრიანების გზაზე. „არც უკრაინა და არც საქართველოა ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს ნატოს ახლა გაფართოების გეგმა,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს. „ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტისას.
XS
SM
MD
LG