Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პროგრესის ანგარიში წარმომადგინა


ოთხშაბათს ევროპის კომისიამ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების პროგრესის ანგარიში გამოქვეყნა. დოკუმენტი ხაზს უსვამს ექვსი სახელმწიფოს: აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მიერ მიღწეულ წარმატებებს და განსაზღვრავს პოლიტიკის იმ სფეროებს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. როგორც ბრიუსელიდან იტყობინება ჩვენი კორესპონდენტი, ანგარიშს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკომისიისთვის, რომელიც აპირებს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში 15.4 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში. თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებმა იმსჯელეს ე.წ. „ევროპულ პაკეტზე“, რაც ასოცირების შეთანხმების გარდა ექვსი სახელმწიფოს სტიმულირებას ითვალისწინებს. გასული წლის ნოემბრის სამიტზე საქართველომ და მოლდავეთმა ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოახდინეს და ამ წლის ბოლომდე დოკუმენტებზე ხელმოწერასაც მოელიან.
XS
SM
MD
LG