Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში რუსეთის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს გენერალური ასამბლეა


უკრაინის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ენდრიუ დეშიცამ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ანექსია გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს. მის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმი ანექსიით „სერიოზული საფრთხის ქვეშ“ დადგა საერთაშორისო შეთანხმებები. თავის მხრივ რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ყირიმის რუსეთის ისტორიული ნაწილი უწოდა და განაცხადა, რომ თებერვლიდან, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის შემდეგ, უკრაინას „არალეგიტიმური მთავრობა“ ჰყავს. გაეროს გენერალური ასამბლეა ხუთშაბათს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არალეგიტიმურს უწოდებს ყირიმში გამართულ რეფერენდუმს. გაეროს რეზოლუცია არ არის სავალდებულო, დიპლომატები ვარაუდობენ, რომ რუსეთის გავლენის გამო, გაეროს ბევრი ქვეყანა თავს შეიკავებს რეზოლუციის მხარდაჭერისაგან.
XS
SM
MD
LG