Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შავ და აზოვის ზღვებში სამხედრო გადაადგილება გააძლიერა


რუსეთმა შავ და აზოვის ზღვებში სამხედრო გადაადგილება გააძლიერა. რუსეთის ფლოტის სანაპირო დაცვის გემები და კატარღები აქტიურად მანევრირებენ. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება. კონკრეტულად შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეინიშნება რუსეთისფლოტის სამი ხომალდი. შავი ზღვის ფლოტის კიდევ ორი გემი აზოვის ზღვის დასავლეთ ნაწილში იმყოფება. უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოსმდივნის მოადგილე ვიქტორია სიუმარის ინფორმაციით, საბჭომ უკრაინის აღმოსავლეთით საზღვრის მაქსიმალურად დაცვის ზომები მიიღო. მისი თქმით, იქ მიმდინარეობსღონისძიებების მთელი რიგი კომპლექსი და ეს არ არის მხოლოდ ბლოკპოსტები ინფორმირებისთვის, არამედ ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა.
XS
SM
MD
LG