Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი გმობს გაეროს რეზოლუციას უკრაინის შესახებ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ“ რეზოლუციის მიღებას. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ამ რეზოლუციას უწოდებენ „კონტრპროდუქტიულს“ - ზომას, რომელიც მხოლოდ გაართულებს ძალისხმევას უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, რეზოლუცია არის დასავლეთის მცდელობა, რუსეთი წარმოაჩინოს დამნაშავედ შექმნილ ვითარებაში. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც უკანონოდ ცხადდება ყირიმის რეფერენდუმი რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ, მხარი დაუჭირა 100-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 11, თავი შეიკავა 58-მა. გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესრულება სავალდებულო არ არის, მაგრამ მიიჩნევა მსოფლიოში გავრცელებული პოზიციის გამოხატულებად.
XS
SM
MD
LG