საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და ჟენევის დისკუსიის ბოლო რაუნდზე იმსჯელეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იყო ინიციატივები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. ადმინისტრაციის ცნობითვე, გიორგი მარგველაშვილმა და ტოივო კლაარმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს