Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულიდან იუწყებიან აფეთქებისა და სროლის შესახებ


ავღანეთის დედაქალაქიდან იუწყებიან შეტაკების შესახებ, რომელიც ძლიერ აფეთქებას მოჰყვა. ცნობების თანახმად, უშიშრეობის ძალების წევრები და ექსტრემისტები ერთმანეთს უპირისპირდებიან დასავლეთ ქაბულში მდებარე კერძო სასტუმროს შენობაში. ქაბულის პოლიციის უფროსის, მოჰამად ზაჰირის განცხადებით, პარასკევს დილით სასტუმროს შესასვლელთან დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ, რის შემდეგაც შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. თავდასხმის მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც თავდასხმაზე პასუხისმგებლობას კისრულობს.
XS
SM
MD
LG