Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას სიტყვებით სააკაშვილი მზად არის ჩვენების მისაცემად


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა ჩვენება მისცეს, ოღონდ სასამართლო პროცესზე, კონკრეტული საქმის არსებითი განხილვის პროცესში. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გააცნო. “როცა საქმის არსებითი განხილვა იქნება და მოსამართლე ჩათვლის მოწმე სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობას, იმ კონკრეტულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ჩაერთოს "სკაიპით" და სასამართლოს მისცეს ჩვენება", - განაცხადა გიგი უგულავამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი "არსებულ მასკარადში" მონაწილეობას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG