Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზარტული თამაშების ტყვეობაში (ნაწილი 2)


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

(პირველი ნაწილის გაგრძელება)

აზარტულ თამაშებს უშუალო კავშირი აქვს დროსთან, ხოლო დროს კი მოგების დროსთან, მოგება კი ხდება დროის გარკვეულ მონაკვეთში და ეს რომ ასეა, ვიცით ზუსტად.
კავობრიობისთვის ცნობილია, რომ უძველეს ხალხებს, შუმერებს, რომლებიც მესოპოტამიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000-5000 წლის წინათ ცხოვრობდნენ, სწამდათ, რომ მიწიერი ცხოვრება კოსმოსის ურყევი კანონების მიხედვით მიმდინარეობს. ვარსკვლავური ღმერთები მართავენ სამყაროს დროს (!) და ყოველგვარ მიწიერ მოქმედებებს. არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნ შუმერულ წარწერაზე წერია: „საფეხურთა კოშკი შედგება შვიდი შუამავლის ტაძრისაგან, რომლებიც გადმოსცემენ კოსმოსის ბრძანებებს დედამიწაზე“. „შვიდი შუამავალი“ - ეს არის შვიდი პლანეტა, გავლენის შვიდი სფერო, შვიდი ვარსკვლავური ღმერთი, რომელიც იმ დროს იყო ცნობილი: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი. „,,,მათი შექმნილია და ისინი განაგებენ დროს დედამიწაზე“. თუ ადამიანის მიერ ისტორიის გარიჟრაჟზე დატოვებულ გზავნილებს დავეყრდნობით - დროის ცნებას ვარსკვლავებისაკენ, პლანეტებისაკენ და ზოდიაქალური თანავარსკვლავედებისაკენ მივყავართ. რატომ უნდა გამოირიცხოს, რომ ოქროს ხანიდან მოწვდენილი ხმა სიმართლეა?
ბევრ ადამიანს სჯერა ასტროლოგიის, მიუხედავად იმისა, რომ მასზე წარმოდგენა თითქმის არა აქვს. უფრო მეტს კი არ სჯერა, რადგან ამ სფეროზე აბსოლუტურად არაფერი იცის. იმ შემთხვევაში, როდესაც ციურ სხეულთა გავლენის ძალას არ ვიცნობთ, ჩვენს მოქმედებებს ისე განვსაზღვრავთ, როგორც ჩვენ გვგონია სწორი. ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ნებისა და სურვილის თანახმად, სრულიად თავისუფლად ვმოქმედებთ. სინამდვილეში რომ ვიცოდეთ და ვხედავდეთ, როგორ იცვლება ჩვენი მოქმედება, საქციელი თუ ბედისწერა ციურ სხეულთა ზეგავლენით, დავრწმუნდებით, რომ ვარსკვლავთა ძლევამოსილებას ბრმად და მონურად ვემორჩილებით და არა კეთილგონივრულად. პლანეტების ზეგავლენა კი ჩვენზე, ამგვარი მონური მდგომარეობისას, შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს. ბრძენი თავის ვარსკვლავებს მართავს, უგუნური კი ბრმად ემორჩილება მას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არიან იღბლიანი და ნაკლებადიღბლიანი ადამიანები. ასტროლოგიური ნატალური რუკა, ჰოროსკოპი შეგვიქმნის წარმოდგენას მისი მფლობელის ბედ-იღბალზე, აქვს თუ არა მას გამდიდრების შანსი, მინიშნებანი, ექნება თუ არა წარმატებები აზარტულ თამაშებში, ლატარიაში? ასტროლოგები არ ურჩევენ თამაშს ადამიანებს, ვისაც არა აქვთ შესაბამისი მინიშნებანი. ხოლო მათ კი, რომელთაც აქვთ, ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეარჩიონ დროის მონაკვეთი, როდესაც შეუძლიათ გარისკონ, ითამაშონ. მაგრამ, ყველა ასტროლოგი ხომ არ იქნება, თან იღბლიანი ჰოროსკოპით? თუ მივიღებთ მხედველობაში იმასაც, რომ მოთამაშემ უნდა გაითვალისწინოს აგრეთვე პარაფსიქოლოგიური შემადგენელი, ნუმეროლოგიის ცოდნა, რადგან აზარტულ თამაშებში ყველგან ციფრებია, მაგიის ელემენტები და რაც მთავარია, აგრეთვე, გამორიცხოს აზარტის ფაქტორი და დიდი მოთმინება გამოამჟღავნოს, წარმატების ლოგიკური მიღწევა ურთულესი, თითქმის შეუძლებელი საქმეა.
ერთეული ადამიანები, რომლებიც აღწევენ წარმატებას, ხსნიან ჯეკ-პოტს, ერთი შეხედვით, შემთხვევის, ფორტუნის ფავორიტები არიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ შემთხვევითობა ბუნებაში არ არსებობს, ეს ადამიანები მოგების „ღირსნი“ ყოფილან. სამყაროში არსებობენ სულიერი ელემენტები, რომლებიც სიკეთეს, კეთილდღეობას აფრქვევენ. დედამიწაზე მოქმედებს გაწონასწორებულ კანონთა, მოვლენათა მექანიზმი, რომელიც რთული შემადგენლობისაა და ყველას მიუჩენს ხოლმე იმ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის.
სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს ჩატარებულ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირი, ბევრის აზრით, რვაფეხა, სახელად პაული გახდა. მან რვა თამაშიდან რვავე გამოიცნო. მართლაც, დამაფიქრებელი ფენომენია, რის გამოც დამაინტერესა ყველაფერმა, რაც კი რვაფეხას უკავშირდება. მას მაღალი ინტელექტი აქვს და მისი ფეხები ანტენის როლს ასრულებს. თუმცა, ადამიანისათვის ბოლომდე ამოუცნობია, ეს ანტენა რა სხივებს, ტალღებს, ფლუიდებს „იჭერს“. ფაქტი კი ის არის, რომ მომავალი მოვლენის, მათ შორის სპორტული შეჯიბრების შედეგის გამოცნობა უცნობი ტალღების მეშვეობით შესაძლებელია. გამოდის, რომ ეს ტალღები ჩვენ, ადამიანებმა უნდა გამოვითვალოთ და შევისწავლოთ, რვაფეხა კი მას ინსტინქტით გრძნობს.
განთქმულ ფილოსოფოსს ნიკოლოზ ბერდიაევს ეკუთვნის სიტყვები: „ვიდრე მოვლენები გარეგნულ ისტორიულ სინამდვილეში გარდაიქმნებიან, ისინი სულიერ რეალობაში მიმდინარეობენ. ყველაფერს, რაც ხდება სამყაროში, შინაგანი სულიერი წყარო გააჩნია.“ ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რაოდენ რთულ ფენომენთან გვაქვს ადამიანებს საქმე აზარტული თამაშების სახით. შესაძლებელია კი იმ მრავალი ფაქტორის თუ მოვლენის გათვალისწინება და გამოთვლა, რაც ზემოთ იქნა ჩამოთვლილი? და კიდევ იმისა რაც „ფარდებს“ მიღმა დარჩა?
ჩვენ ადამიანებს, ყველას უკლებლივ, ნევროტიკული საქციელი გვახასიათებს. თუ მიწაზე „დავეშვებით“, მივხვდებით, რომ აზარტულ თამაშებს თავი უნდა დავანებოთ, ან ძალზედ ფრთხილად მოვეკიდოთ, რადგან აზარტული ნიშნავს აღგზნებულს, მგზნებარეს, გატაცებულს. აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ცოდვილად მიიჩნევა. ის პანიკაშია, შიშით შეპყრობილი, რომ ვაითუ, ვერ მიიღოს თუნდაც მცირედი „საზღაური“ სანუკვარი სიამოვნებისაგან, რადგან მისთვის ამ დროს მთავარია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება, დაიცხროს ვნებები.
აზარტულ თამაშებზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG