Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვს ამერიკელი დიპლომატი სტუმრობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კიშინიოვში ჩავიდა და შეხვედრა გამართა მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნატალია გერმანთან. დაგეგმილია მისი შეხვედრები მოლდავეთის პრეზიდენტთან, ნიკოლაე ტიმოფტისთან და პრემიერ-მინისტრთან, იურიე ლიანკესთან. ვიზიტის ფონია ნატოს მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირების შემდეგ, რუსეთმა ახლა შესაძლოა მიზანში მოლდავეთი ამოიღოს. ნატოს მაღალჩინოსანი და აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი, ფილიპ ბრიდლავი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთმა ახლა შეიძლება დნესტრისპირეთი დაიკავოს. ძირითადად რუსულენოვანმა დნესტრისპირეთმა კიშინიოვისგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა იმ შიშით, რომ მოლდავეთს შესაძლოა მეზობელ რუმინეთთან მოსურვებოდა გაერთიანება. 1992 წელს ორ მხარეს შორის ხანმოკლე ომი მოხდა, რომელიც დნესტრისპირეთის მხრეს რუსეთის სამხედრო ინტერვენციით დასრულდა. რუსეთი დნესტრისპირეთში 1,400-მდე სამხედროს ინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG