Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოლდავეთს საზღვრების გასაძლიერებლად დახმარებას გამოუყოფს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, ვაშინგტონი კიშინიოვს 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს საიმისოდ, რომ მოლდავეთმა თავისი საზღვრების დაცვა გააძლიეროს. ნულანდი ამ განცხადებით გამოვიდა კიშინიოვში, მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნატალია გერმანთან შეხვედრის შემდეგ. ვიქტორია ნულანდმა შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ იურიე ლეანკესთან და პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტისთან. ამასთან, ნულანდმა უარყო ინფორმაცია, რომ მოლდავეთი ან უკრაინა ბლოკადას უწყობენ მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონს, დნესტრისპირეთს. ეს ბრალდება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარასკევს გამოთქვა, აშშ-ის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბარში. დნესტრისპირეთის ბლოკადის შესახებ ცნობა გერმანმაც უარყო.
XS
SM
MD
LG