Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი ყირიმს საგანეგებო ეკონომიკურ ზონად გადაქცევას ჰპირდება


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა ყირიმში განაცხადა ორშაბათს, რომ მოსკოვი რეგიონს საგანგებო ეკონომიკურ ზონად გადააქცევს, რათა ინვესტორები მიიზიდოს. მედვედევის თანახმად, მოსკოვის მიზანია, რომ ყირიმმა შეძლოს საკუთარი განვითარებისთვის საკმარისი შემოსავლის უზრუნველყოფა. მედვედევი, რომელიც რუსეთის სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობს, ამ დონის პირველი სტუმარია ყირიმში რუსეთიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის ეს ტერიტორია დაიპყრო. ვიზიტი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრას პარიზში, კვირას უკრაინის კრიზისის გარშემო. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ არის საერთაშორისოდ აღიარებული. აქტს უკანონოდ მიიჩნევს აშშ, ასევე ევროპის კავშირი, ისევე, როგორც გაერო.
XS
SM
MD
LG