Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა გააუქმეს ტელედებატები


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა გააუქმეს მიმდინარე კვირისათვის დაგეგმილი ტელედებატები, ქაბულში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესების გამო. ჩვენი რადიოს ავღანურმა სამსახურმა და კერძო ტელეარხმა „არიანა TV"-იმ გაუწიეს ორგანიზება დებატებს, რომლებიც სამშაბათს და ოთხშაბათს უნდა გამართულიყო. მაგრამ ორშაბათს ორივე მედიაორგანიზაციამ მიიღო შეტყობინება მიწვეული კანდიდატების გუნდებისაგან, რომ ეს კანდიდატები არ აპირებენ დებატებში მონაწილეობას. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტელედებადებზე ელოდებოდნენ სამ კანდიდატს - აბდულა აბდულას, აშრაფ ღანის და ზალმაი რასულს. ისინი ითვლებიან 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტებად. მონაწილეობაზე უარის მიზეზად მათ საფრთხე და მოუცლელობა დაასახელეს. ავღანეთში ძალადობის აქტები გახშირდა 5 აპრილის მოახლოებასთან ერთად - თალიბანს ნათქვამი აქვს, რომ შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას.
XS
SM
MD
LG