Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლვიტა აბოლტინა: რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოების მთელ სისტემას


რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოების მთელ სისტემას და ეს უნდა გავითვალისწინოთ, - განაცხადა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამ, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად თბილისში გახსნა ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. აბოლტინამ აღნიშნა, რომ ლატვია ყოველთვის დაუჭერს მხარს ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვას და მისი პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. „მეგობრების სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციაში", - განაცხადა ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. დღესვე ლატვიის სეიმის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.
XS
SM
MD
LG