Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში შეიარაღებულმა პირმა სამი მესაზღვრე დაჭრა


სასაზღვრო პოლიციის სამი თანამშრომელი დაიჭრა კოსოვოს ჩრდილოეთში, როცა შეიარაღებულმა პირმა მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმა მოხდა ორშაბათს გვიან, სოფელ ბანიასთან, კოსოვოს, უპირატესად სერბებით დასახლებულ არეალში. პოლიციის წარმომადგენლის, ბეშიმ ჰოტის თქმით, სასაზღვრო დაცვის პოლიციის მანქანას ჩაუსაფრდნენ გზაზე, რომელიც სერბიის მიმართულებით მიდის. ჰოტის თანახმად, დაჭრილი მესაზღვრეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტი იმ დღეს მოხდა, როცა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი, სერბიის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებს მასპინძლობდა, ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული, სერბიასა და მის ყოფილ ოლქს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების შეთანხმების განსახილველად. კოსოვოს ოლქმა 2008 წელს გამოაცხადა ცალმხრივი დამოუკიდებლობა, რაც მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა აღიარა.
XS
SM
MD
LG