Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: რუსეთი 3-5 დღეში შეძლებს უკრაინაში შეჭრას


ევროპაში ნატოს სამხედრო სარდლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან თავი მოუყარა საკმარის სამხედრო ძალას მეზობელ ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციისთვის. ევროპაში ნატოს ჯარების სარდლის, ამერიკელ გენერალ ფილიპ ბრიდლავის თქმით, რუსეთი სამიდან ხუთამდე დღეში შეძლებდა თავისი მიზნის მიღწევას. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ და გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალთან“ ინტერვიუში, ბრიდლავმა „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა ვითარებას უკრაინის საზღვართან. გენერლის თქმით, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე მას სთხოვს 15 აპრილამდე მოამზადოს ზომების პაკეტი ნატოს აღმოსავლეთევროპელი პარტნიორების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. პაკეტი უნდა ითვალისწინებდეს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების გაზრდას.
XS
SM
MD
LG