Accessibility links

ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ პარალიზებულია გაფიცვის გამო


გერმანიის ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ მომავალი სამი დღის 4 000 რეისი გააუქმა პილოტების გაფიცვის გამო. გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც ვარაუდობენ, პილოტთა გაფიცვა 400 000-მდე მგზავრს დააზარალებს. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასა და უკმაყოფილო პილოტებს შორის მოპალარაკებები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. თუმცა, ავიაპილოტების პროფკავშირების განცხადებით, მოლაპარაკებებზე ჯერ ვერ მოხერხდა პროგრესის მიღწევა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG