დღეს, სულ ცოტა, ორი აფეთქება მოხდა კაიროს უნივერსიტეტის მახლობლად. სამედიცინო პერსონალის მონაცემების საფუძველზე გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი - პოლიციის გენერალი და დაიჭრა სამი ადამიანი. აფეთქებები სავარაუდოდ მიმართული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ. პოლიციელები უნივერსიტეტთან განათავსეს დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მომხრეთა საპროტესტო აქციების თავიდან ასაცილებლად. ივლისში მურსის გადაყენების შემდეგ ეგვიპტეში ხშირია ძალადობა - ხშირად დაპირისპირება პოლიციელებსა და მურსის ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ წევრებს შორის.
ყველაზე პოპულარული
1