Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელებს და პალესტინელებს კომპრომისისკენ მოუწოდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თანახმად, ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკება „კრიტიკულ სტადიაშია“ მიუხედავად იმისა, რომ წუხელ გამართული მოლაპარაკების დროს გარკვეული წინსვლა იქნა მიღწეული პოზიციათა დაახლოების საქმეში. კერიმ ეს ალჟირში სტუმრობისას განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ მხარეებს შორის კვლავ არსებობს უფსკრული, რომლის გადალახვა აუცილებელია და მოუწოდა მათ, მოძებნონ კომპრომისები, რაც წინსვლისთვისაა საჭირო. კერიმ ეს განცხადება გააკეთა ბოლო ხანებში კონფლიქტის მხარეებს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე.
XS
SM
MD
LG