Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიაში გახშირდა ქალებზე თავდასხმა მჟავას გამოყენებით


კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, ის შოკირებულია კოლუმბიაში ქალებზე გახშირებული თავდასხმების გამო, რომლის დროსაც თავდამსხმელები მჟავას იყენებენ. სახელმწიფოს მეთაურმა ჯილდო დააწესა 40 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით მათთვის, ვინც მიაწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაციას, თუ ვინ ახორციელებს მსგავსი ტიპის თავდასხმებს ქალებზე. ერთი კვირის წინ ქალაქ ბოგოტაში უცნობი პირი თავს დაესხა 33 წლის ქალს და სახეში მჟავა შეასხა. თავდასხმა ქალის სახლთან ახლოს მოხდა.
XS
SM
MD
LG