Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუჩინარებულ ბოინგს ინდოეთის ოკეანეში ეძებენ


„მალაიზია ეარლაინსის“ გაუჩინარებული ბოინგის ძებნა წყალქვეშ გრძელდება. სპეციალური ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილი ორი ხომალდი ბოინგის ნამსხვრევებს ინდოეთის ოკეანეში ეძებს. მაშველები ფსკერის 200 კილომეტრიან ფართობს იკვლევენ. მთლიანობაში ოპერაციაში ჩართული იქნება 14 თვითმფრინავი და 10 ხომალდი. რამდენიმე ხნით ადრე, სამძებრო ოპერაციის კოორდინატორმა ავსტრალიის ავიაციის მთავარმა მარშალმა ანგუს ჰიუსტონმა 8 მარტს გაუჩინარებული ბოინგის სამძებრო სამუშაობს ისტორიაში ყველაზე რთული უწოდა. ბოინგზე 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG