Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული თვითმფრინავის შავ ყუთებს ორი ხომალდი ეძებს


მალაიზიის ავიახაზების დაკარგული თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია გრძელდება. ორი ხომალდი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ეძებს თვითმფრინავის შავ ყუთებს. არსებობს იმედი, რომ ხომალდები შესძლებენ შავი ყუთიდან წამოსული სიგნალის აღრიცხვას. როგორც იუწყებიან, სიგნალის გაცემას ელემენტები უზრუნველყოფს, რომლებიც რამდენიმე დღეში დაიცლება ენერგიისგან. ძებნის ოპერაციაში ასევე ჩართულია თოთხმეტი თვითმფრინავი და ცხრა გემი. მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 8 მარტს გაუჩინარდა, კუალა ლუმპურიდან პეკინამდე რეისის შესრულებისას. ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით ძებნის ოპერაცია უშედეგოდ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG