Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკი: მოსკოვი დგას აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის შენობების ოკუპაციის უკან


უკრაინის დროებითი პრემიერ-მინისტრი არსენი აცენიუკი აცხადებს, რომ რუსეთი დგას აღმოსავლეთ უკრაინაში დემონსტრანტების მიერ ადგილობრივი მთავრობის შენობების ოკუპაციის უკან. იაცენიუკმა ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ „ამოქმედებულია ანტიუკრაინული გეგმა“, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის დაკავებას. იაცენიუკმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც პრორუსული ლოზუნგებით გამოსული აქტივისტები კვირას შეიჭრნენ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შტაბბინაში ქალაქ ლუგანსკში, ხელთ იგდეს იარაღი და ბარიკადები აღმართეს მთავარ ქუჩაზე. „სავსებით ნათელია, რომ ამოქმედებულია ანტიუკრაინული, დონეცკის წინააღმდეგ, ლუგანსკის წინააღმდეგ, ხარკოვის წინააღმდეგ მიმართული გეგმა. ეს არის ვითარების დესტაბილიზაციის გეგმა, გეგმა უცხოეთის ჯარებისათვის, გადმოჭრან საზღვრები და დაიპყრონ ქვეყნის ტერიტორია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის მოსახლეობას ერთიან ქვეყანაში ცხოვრება სურს“, განაცხადა იაცენიუკმა კიევში, მთავრობის სხდომაზე.
XS
SM
MD
LG