Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, ივნისში შედგება ანგელა მერკელისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში ვიზიტით მიიწვია ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა. პრემიერის პრესსამსახურის მიერ 7 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიისა და საქართველოს მთავრობათა მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ. „ანგელა მერკელის მიწვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერის წინ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში. გერმანიაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში შედგება.
XS
SM
MD
LG