უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის კიდევ ერთ მცდელობად აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ეს ნაწილობრივ უკვე განხორციელდა მას შემდეგ, რაც დაპყრობილია უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი“ - განაცხადა 7 აპრილს თბილისში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისივე თქმით, საქართველო შეშფოთებულია იმით, რაც მეგობარ უკრაინაში ხდება. „სიტუაცია მართლაც სერიოზულია, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი კონსოლიდაციით და უფრო პრინციპული პოზიციით მოხერხდება კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება და შენარჩუნდება უკრაინის ერთიანობა და სტაბილურობა“, - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
ყველაზე პოპულარული
1