Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსკარ პისტორიუსმა ბოდიში მოუხადა მოკლული მეგობარი ქალის ოჯახს


სამხრეთაფრიკელმა პარაოლიმპიელმა ათლეტმა, ოსკარ პისტორიუსმა, რომელსაც მეგობარი ქალის, მოდელ რივა სტენკამპის მკვლელობის გამო ასამართლებენ, ბოდიში მოუხადა მსხვერპლის ოჯახს. პისტორიუსმა დღეს დაიწყო ჩვენების მიცემა სასამართლო პროცესზე, რომელიც ფართო ინტერესს იწვევს. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ნანობს, რომ შემთხვევით მოკლა რივა სტინკამპი 2013 წლის 14 თებერვალს. 27 წლის პისტორიუსი ირწმუნება, რომ მეგობარი ქალი შეცდომით მიიჩნია თავისთან, სახლში შეპარულ თავდამსხმელად, რის გამოც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ცნობილი პარაოლიმპიელი ათლეტის სასამართლო პროცესი 7 აპრილს განახლდა დაახლოებით ერთკვირიანი შესვენების შემდეგ. პროკურორები პისტორიუსს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ოსკარ პისტორიუსს ორივე ფეხი მუხლქვემოთ ამპუტირებული აქვს და პროტეზებით დარბის. ის პარაოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონია, ხოლო 2012 წელს ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოში პირველი სპორტსმენი, რომელმაც, ამპუტირებული კიდურების მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა.
XS
SM
MD
LG