Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 აპრილს ირანსა და მსოფლიო ექსვეულს შორის დაიწყება მოლაპარაკებების საბოლოო შეთანხმებაზე


ირანი და მსოფლიოს ექვსეული 8 აპრილს ვენაში დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმებაზე, რომელმაც საფუძველი უნდა გამოაცალოს ეჭვებს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა გამოთქვა იმედი, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ვენაში შესაძლებელი იქნება საკმარისი პროგრესის მიღწევა, რაც მომლაპარაკებლებს მაისის შუამდე საბოლოო შეთანხმების პროექტის მომზადების საშუალებას მისცემდა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „დეტალური და არსებითი“ იქნება, თუმცა, დეტალებზე არ ულაპარაკია. რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ მოსკოვს არ გააჩნია განსაკუთრებული მოლოდინი მიმდინარე კვირის შეხვედრების მიმართ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ზოგიერთ საკითხზე კვლავაც საწყის ფაზაშია და ამ კვირის შეხვედრაზე უნდა შეიქმნას საფუძველი შემდგომი მსჯელობისთვის. გასული წლის ნოემბერში ირანსა და მსოფლიოს ექვსეულს შორის მიღწეული იყო შუალედური შეთანხმება. ექვსეულის შემადგენლობაში არიან - აშშ, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. შუალედური შეთანხმებით, ირანს უნდა შეემცირებინა მისი ბირთვული პროგრამა საერთაშორისო სანქციების შესუსტების სანაცვლოდ. ექვსთვიანი შეთანხმება 20 იანვრიდან ამოქმედდა.
XS
SM
MD
LG