რუსეთი აცხადებს, რომ აკრძალა მოლდავეთიდან ღორის ხორცის იმპორტი. რუსეთის სანიტარული სამსახური „როსპოტრებნადზორი“ აკრძალვის მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მოლდავეთმა რუსეთში შეიტანა ღორის ხორცის პროდუქტები, რომელთა წარმომავლობაც ფალსიფიცირებული იყო. აკრძალვა 8 აპრილს შედის ძალაში - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა აკრძალა ღორის ხორცის პოლონეთიდან და ლიტვიდან იმპორტი.