Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ოფიცერი დაიღუპა სომხეთის მიერ გაკონტროლებულ რეგიონთან საზღვარზე ნაღმის აფეთქების შედეგად. სამინისტროს 8 აპრილის განცხადებაში ნათქვამია, რომ კიდევ ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც ფუზულის რაიონში მოხდა. გასულ თვეში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა სომეხმა კოლეგა სერჟ სარქსიანმა ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ სამშვიდობო მოლაპარაკებას. საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ბოლო არ მოღებია ორი ქვეყნის დაპირსპირებას მთიანი ყარაბაღის გარშემო. აზერბაიჯანის კუთვნილ ამ რეგიონს ადგილობრივი ეთნიკური სომხები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG