Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა სლოვაკეთის საელჩო


თბილისში გაიხსნა სლოვაკეთის საელჩო. მის ინაუგურაციას დაესწრნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მიროსლავ ლაიჩაკი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე. დღესვე სლოვაკეთის ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობს, მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და იმსჯელეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე
XS
SM
MD
LG