Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეიძლება რუსეთს ხმა ჩამოართვან


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამეთვალყურეო კომიტეტი რეკომენდაციით გამოვიდა, ჩამოერთვას ხმის უფლება რუსეთის დელეგაციას 2014 წლის სესიის ბოლომდე. კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედება, რომელმაც ყირიმის ანექსია მოიტანა, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. რეზოლუციის წარდგენილ პროექტში, რომელსაც 10 აპრილს განიხილავენ, ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ აიძულონ რუსეთი ანგარიშვალდებული იყოს ევროსაბჭოს პრინციპების დაცვის მხრივ და პატივის სცეს მის ფასეულობებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წარმომადგენელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია დატოვებს სესიას, თუ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ.
XS
SM
MD
LG